ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ტორუნის ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტში - 2019/20 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









ტორუნის ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტი (Nicolaus Copernicus University in Toruń - NCU) (ტორუნი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2019-2020 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი). 

შერჩევის პროცედურა

ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 16.03.20
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2020 წლის 20 მარტამდე

ტორუნის ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება ტორუნის ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტში ნომინირებისა და მიმღები უნივერსიტეტიდან დასტურის მიღების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით.

შერჩეულმა კანდიდატებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ 2020 წლის 21-26 ივნისს ტორუნში დაგეგმილ საერთაშორისო ვორკშოპში, რომლის თემაა ნიადაგის კლასიფიკაცია.
 
(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტორუნის ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია ნიადაგთმცოდნეობის სამეცნიერო მიმართულება).

 

სიახლეებში დაბრუნება