Erasmus+ - საერთაშორისო კვირეული კორდობას უნივერსიტეტში









2020 წლის 17-21 თებერვალს კორდობას უნივერსიტეტში (ესპანეთი) (University of Cordoba - UCO) ტარდება საერთაშორისო კვირეული ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის.

კვირეულში მონაწილეობა შეუძლიათ უნივერსიტეტის თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობენ Erasmus+ გაცვლით პროექტებზე. კვირეულის თემატიკა მოიცავს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების ჩართულობას Erasmus+ პროგრამაში, ინტერნაციონალიზაციის საკითხებს.

სამუშაო ენაა ინგლისური. კვირეულის მონაწილეებისთვის სავალდებულოა 8-10 სამუშაო საათი. ერთი დღე დაეთმობა კულტურულ ღონისძიებებს.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის (სასურველია, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურიდან) მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კორდობას უნივერსიტეტში.


 

სიახლეებში დაბრუნება