Erasmus+ - საერთაშორისო კვირეული გეიზენჰეიმის უნივერსიტეტში









2020 წლის 4-8 მაისს გეიზენჰეიმის უნივერსიტეტში (გერმანია) (Geisenheim University) ტარდება Erasmus+ საერთაშორისო კვირეული 2020. 

კვირეული ეძღვნება Erasmus+ პროექტის აქტუალურ საკითხებს - საერთაშორისო მობილობას კრედიტების დაგროვებით.

ღონისძიების მიზანია Erasmus+ პროექტის ფარგლებში მიმდინარე პროცესების განხილვა და ოპტიმიზაცია. გაიმართება ინდივიდუალური შეხვედრებიც უნივერსიტეტის სხვადასხვა დეპარტამენტში.

 შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 28.02.2019

გეიზენჰეიმის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება გეიზენჰეიმის უნივერსიტეტში ნომინირებისა და მიმღები უნივერსიტეტიდან დასტურის მიღების შემდეგ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრების განმავლობაში. სასურველია, Erasmus+ საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური  და 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის (საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურიდან) მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან გეიზენჰეიმის უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია აგრარული, მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებები).

 

სიახლეებში დაბრუნება