AES სამაგისტრო სტიპენდიების პროგრამა ამსტერდამის უნივერსიტეტში









10/19/2016
ამსტერდამის უნივერსიტეტი University of Amsterdam - UvA (ამსტერდამი, ნიდერლანდები) აცხადებს ახალ სამაგისტრო სტიპენდიების პროგრამას - Amsterdam Excellence Scholarship (AES) პროგრამას - საერთაშორისო სტუდენტებისთვის.

კანდიდატების შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს, რომლებიც ფლობენ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებულ სერტიფიკატს (IELS/TOEFL)

AES სტიპენდიების პროგრამა ითვალისწინებს 25,000 ევროს (რომელიც ფარავს სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს) ერთი აკადემიური წლისათვის, მომდევნო წელსაც სწავლის გაგრძელების შესაძლებლობით (ორწლიანი სამაგისტრო პროგრამებისათვის).

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი; 2 სამოტივაციო წერილი; ისეთი დამატებითი აქტივობების აღწერილობა, როგორიცაა აქტიური მონაწილეობა სტუდენტურ კომისიებში, საერთაშორისო გამოცდილება, სპორტი, მუსიკა ან მოხალისედ მუშაობა.

დეტალური ინფორმაცია AES სტიპენდიების პროგრამისა და მასში მონაწილეობის შესახებ იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება