ციურიხის უნივერსიტეტის UBS ეკონომიკის საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიების პროგრამა









10/19/2016
ციურიხის უნივერსიტეტის (The University of Zurich) (ციურიხი, შვეიცარია) UBS ეკონომიკის საერთაშორისო ცენტრი აცხადებს კონკურსს ყოველწლიური სტიპენდიების პროგრამაზე, რომელიც განკუთვნილია წარჩინებული კურსდამთავრებულებისთვის. მათ შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ სტიპენდიები ციურიხის ეკონომიკის უმაღლეს სკოლის დოქტურანტურაში სასწავლებლად. სტიპენდიების აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საერთაშორისო სტუდენტებს.

კანდიდატების შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომელთა აკადემიური მოსწრება მაღალია და რომელთა მიერ წარმოდგენილი კვლევის გეგმა შეესაბამება UBS ეკონომიკის საერთაშორისო ცენტრის ინტერესთა სფეროს.

კანდიდატებს მოეთხოვებათ GRE საერთო ტესტის ჩაბარება და ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი, უმჯობესია TOEFL სერტიფიკატი.
UBS ცენტრის სტიპენდიები ითვალისწინებს წლიურად 43,800 აშშ დოლარს და სტიპენდიები 4 წლის განმავლობაში მიენიჭებათ წარმატებულ სტუდენტებს. კონკურსში გამარჯვებული შეზღუდული არაა ხელმძღვანელის არჩევანში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება