პრაღის საზაფხულო სკოლები 2017









10/18/2016
2017 წლის 1-8 ივლისს, პრაღის SCHOLA EMPIRICA არასამთავრობო სკოლის ორგანიზებით, პრაღაში (ჩეხეთის რესპუბლიკა) გაიმართება საზაფხულო სკოლების პროგრამა.

შვიდდღიან აკადემიურ საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

საზაფხულო სკოლების პროგრამა მოიცავს:
• კრიმინალისტიკა, სამართალმცოდენობა და ფსიქოლოგია
• ევროპული პოლიტიკა: ინტერესები კულტურის წინააღმდეგ?
• ჩინეთი: მსოფლიოს სუპერძალა - მითი თუ რეალობა?
• განვითარება, მდგრადობა და გლობალიზაცია
• განათლება: სკოლის მომავალი
• ქცევის ეკონომიკა და ფსიქოლოგია

ადრეული სააპლიკაციო განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა: 31.01.17.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

საკონტაქტო პირი: 
ეგლე ჰავრდოვა (Egle Havrdova) 
პროგრამის დირექტორი
ელ.ფოსტა: info@scholaempirica.org

 

სიახლეებში დაბრუნება