სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები კორეაში საჯარო მოხელეებისთვის









08/23/2016
კორეის რესპუბლიკის განვითარების ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლა (KDI School of Public Policy and Management) უცხო ქვეყნის საჯარო მოხელეებს სთავაზობს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს საჯარო პოლიტიკისა (Public Policy) და განვითარების პოლიტიკაში (Development Policy).

სკოლაში სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.

დაინტერესებული პირებისთვის საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 25 ოქტომბერი.

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: www.kdischool.ac.kr.

 

სიახლეებში დაბრუნება