შვეიცარიის სამთავრობო სტიპენდიები 2017-2018 სასწავლო წლისთვის









08/10/2016
შვეიცარიის მთავრობა აცხადებს კვლევითი, სადოქტორო და პოსტ-დოქტორანტურის სტიპენდიების პროგრამას 2017-2018 სასწავლო წლისთვის.

შემოთავაზებული სტიპენდიების სახეობებისა და მოთხოვნილი კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციისათვის იხილეთ: www.sbfi.admin.ch/scholarships_eng.

დაინტერესების შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
  • რა სახის სტიპენდიის მიღება სურს
  • სამოტივაციო წერილი
  • აქტუალური და სრული CV, დაბადების თარიღის მითითებით
ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადაიგზავნოს შვეიცარიის საელჩოში, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tif.vertretung@eda.admin.ch.

საელჩოს მიერ მიღებული საბუთების გადამოწმების შემდეგ, დაინტერესებული პირი მიიღებს სააპლიკაციო ფორმებს.

შვეიცარიის საელჩოში საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2016 წლის 18 ნოემბერი, 12:00 საათი.

 

სიახლეებში დაბრუნება