პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა









02/04/2016
პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა ახალგაზრდა მეცნიერებისთვის
2016/2017 აკადემიური წელი

პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობა ახალგაზრდა მეცნიერებისთვის აცხადებს კონკურსს სასტიპენდიო პროგრამაზე 2016/2017 აკადემიური წლისათვის. სასტიპენდიო პროგრამა გულისხმობს კვლევის ჩატარებას პოლონეთის უნივერსიტეტებში 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის ივნისის პერიოდისთვის და ითვალისწინებს ყოველთვიურად 1350 პოლონურ ზლოტს.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა სათანადო დოკუმენტაცია და შევსებული სააპლიკაციო ფორმები უნდა წარადგინონ თბილისში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოში, არაუგვიანეს 2016 წლის 1-ლი მარტისა.

სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის:
www.msz.gov.pl
www.studium.uw.edu.pl

 

სიახლეებში დაბრუნება