სადოქტორო სტიპენდიების პროგრამა იაგელონის უნივერსიტეტში









07/16/2015
სასწავლო სტიპენდიების პროგრამა დოქტორანტებისთვის იაგელონის უნივერსიტეტში

კრაკოვის იაგელონის უნივერსიტეტი (პოლონეთი) აცხადებს დოქტორანტებისთვის სასწავლო სტიპენდიების პროგრამას. პროგრამას აფინანსებს დედოფალ იადვიგას ფონდი. 
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ PhD სტუდენტებსა და მკვლევრებს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან და ცენტრალურ/აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. მისი ხანგრძლივობაა 1-6 თვე. სტიპენდია გულისხმობს თვეში 1500 ზლოტს და ითვალისწინებს აკომოდაციას უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში და დაზღვევას.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 10 სექტემბერი.

სტიპენდიების პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ:
http://www.promocja.uj.edu.pl/en_GB/fundusze-stypendialne-uj/krolowa-jadwiga

 

სიახლეებში დაბრუნება