საზაფხულო სკოლა სპორტის მენეჯმენტში









07/04/2015
სპორტის მენეჯმენტის DAAD საზაფხულო სკოლა

2015 წლის 17-30 აგვისტოს ჩელიაბინსკში (რუსეთის ფედერაცია) ჩატარდება DAAD (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) საზაფხულო სკოლა სპორტის მენეჯმენტში. საზაფხულო სკოლის ორგანიზატორებია იენის ფრიდრიჰ შილერის უნივერსიტეტის სპორტის ეკონომიკისა და ჯანდაცვის ეკონომიკის კათედრა (გერმანია) და ურალის ფიზკულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუსეთის ფედერაცია).

საზაფხულო სკოლაში ლექციებს წაიკითხავენ გერმანიის წამყვანი უნივერსიტეტების ექსპერტები.  საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სტუდენტებს ეკონომიკისა და მენეჯმენტის სპეციალობით, რომლებიც დაიტერესებულნი არიან სპორტის მენეჯმენტსა და სპორტის ეკონომიკაში. 
საზაფხულო სკოლის პროგრამას აფინანსებს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური.

საზაფხულო სკოლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის:

პროფ. ფრანკ დაუმანი 
იენას ფ. შილერის უნივერიტეტის სორტის ეკონომიკისა და ჯანდაცვის ეკონომიკის კათედრის გამგე

ელ.ფოსტა: frank_daumann@uni-jena.de 
www.sportseconomics.uni-jena.de

 

სიახლეებში დაბრუნება