IEEE ComSoc საზაფხულო სკოლა









06/04/2015
IEEE ComSoc საზაფხულო სკოლა

2015 წლის 6-9 ივლისს ტრენტოს უნივერსიტეტის (იტალია) საინფორმაციო ინჟინერინგისა და კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტში ჩატარდება IEEE ComSoc საზაფხულო სკოლა, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ კურსდამთვრებულებმა ტელეკომუნიკაციისა და მონათესავე სამეცნიერო მიმართულებების სპეციალობით.

საზაფხულო სკოლა ითვალისწინებს საერთაშორისო ექსპერტების ლექციებსა და მონაწილე სტუდენტების მიერ პოსტერის პრეზენტაციებს. საზაფხულო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ტელეკომუნიკაციების სფეროში არსებული ფუნდამენტური და თანამედროვე უახლესი მიღწევები.

სტუდენტების შერჩევა მოხდება  კონკურსის საფუძველზე, წარმოდგენილი აპლიკაციების მიხედვით. შერჩეული სტუდენტები საზაფხულო პროგრამის პერიოდში უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებელითა და კვებით. პროგრამა არ ფარავს საერთაშორისო და ადგილობრივ ტრანსპორტირებას.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ:
http://www.comsoc.org/summer-school

 

სიახლეებში დაბრუნება