იტალიის მთავრობის სასწავლო სტიპენდიები 2015/16









04/24/2015
იტალიის მთავრობის სასწავლო სტიპენდიები 2015-2016 აკადემიური წლისთვის

იტალიის მთავრობა აცხადებს სასწავლო სტიპენდიების პროგრამას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ მცხოვრები იტალიის მოქალაქეებისათვის, 2015-2016 აკადემიური წლისთვის. 

სასწავლო სტიპენდიის მსურველთათვის დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდებზე: 
http://www.esteri.it/MAE/IT/Ministero/Servizi/Stranieri/Opportunita/BorseStudio_stranieri.htm  - (იტალიურად); 

http://www.esteri.it/MAE/EN/Ministero/Servizi/Stranieri/Opportunita/BorseStudio_stranieri.htm?LANG=EN - (ინგლისურად). 

საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ წარადგინონ განაცხადი წარმოდგენილი ნებისმიერი ტიპოლოგიის სასწავლო სტიპენდიაზე. ნებისმიერი სახის სტიპენდია გათვლილია 36 თვეზე და თვიურად 620 ევროს შეადგენს.

განიხილება მხოლოდ ის განაცხადები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება ონლაინ რეჟიმში შევსებული ანკეტის სახით, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://borseonline.esteri.it 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2015 წლის 13 მაისი, 12:00 სთ. (იტალიის დროით).

 

სიახლეებში დაბრუნება