ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია









04/24/2015
გერმანიის ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS)

გერმანიის ბუნდესტაგი, ბერლინის სამ უნივერსიტეტთან ერთად, საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის პროგრამის (IPS) ფარგლებში, პოლიტიკური  საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მსოფლიოს 28 ქვეყნიდან აძლევს  იშვიათ შესაძლებლობას, უშუალოდ გაეცნონ გერმანიაში პოლიტიკური  გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს. დღემდე ამ პროგრამაში 2.200-მა  სტიპენდიატმა მიიღო მონაწილეობა, აქენდან ბოლო წლებში 55 ახალგაზრდაზე  მეტმა საქართველოდან.

პროგრამა გრძელდება 2016 წლის1 მარტიდან 1 ივლისამდე და სტიპენდიატები 15 კვირის განმავლობაში იმუშავებენ ბუნდესტაგის ერთ-ერთი დეპუტატის ოფისში.

პროგრამის მიზანია, სტიპენდიატებისათვის თვალსაჩინო გახადოს პოლიტიკური ცხოვრება და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. აღნიშნული სტიპენდია ბრწყინვალე შესაძლებლობაა დამატებითი კვალიფიკაციის მიღებისათვის და იგი სამშობლოში დაბრუნებული სტიპენდიატების კარიერის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის. 

გასული წლების მსგავსად, 2016 წლისთვისაც საქართველოსათვის გათვალისწინებულია დაახლოებით ხუთი სტიპენდია. პროგრამის ფარგლებში გერმანიის ბუნდესტაგი გაიღებს მგზავრობის, ბინის, დაზღვევისა და ყოველთვიური სტიპენდიის ხარჯებს.

საგანაცხადო საბუთები ელექტრონულად მიიღება 2016 წლის 30 ივნისამდე, მისამართზე: ips@tifl.diplo.de. დანართის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 18  მეგაბაიტს.

დამატებითი ინფორმაცია გიხილეთ გერმანიის პარლამენტის საიტზე: www.bundestag.de/ips

ან გერმანიის საელჩოს შემდეგ ვებვერდზე: 
http://www.tiflis.diplo.de/Vertretung/tiflis/de/06/Aktuelle__Ausschreibungen__Stipendie n/0Ausschreibungen__Stipendien.html

 

სიახლეებში დაბრუნება