Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)









09/22/2023 ვალიადოლიდის უნივერსიტეტი (University of Valladolid - UVa) (ვალიადოლიდი, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საბუთების მიღების ბოლო ვადა: 06.10.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 11 ოქტომბრამდე.
ვალიადოლიდის უნივერსიტეტში ონლაინრეგისტრაციისა და სააპლიკაციო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2023 წლის 20 ოქტომბერი.

შერჩევის პროცედურას სრულად წარმართავს კოორდინატორი უნივერსიტეტი.

საინტერესო ინფორმაცია ვალიადოლიდის უნივერსიტეტში წარსულში განხორციელებულ მობილობებთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის 5-თვიანი მობილობა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში.

მიმართულებები: იხილეთ აქ.

კონტაქტისთვის: 
ელ.ფოსტა ka171.erasmusplus@uva.es

 

სიახლეებში დაბრუნება