Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)









09/16/2023 ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტი (Vytautas Magnus University - VMU) (კაუნასი, ლიეტუვა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 05.11.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 10 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 20 ნოემბრამდე.

ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.  

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში. კოორდინატორი უნივერსიტეტის რეკომენდაციით, პრიორიტეტი მიენიჭება აკადემიური თანამშრომლის მობილობას და სასურველია, შერჩეულმა თანამშრომელმა მონაწილეობა მიიღოს 2024 წლის აპრილში ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში დაგეგმილ პერსონალის საერთაშორისო კვირეულში (აკადემიური მობილობა ვერ განხორციელდება მიმდინარე წლის დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე).

მიმართულებები: აკადემიური მიმართულებები იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება