Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კორდობის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)









09/16/2023 კორდობის უნივერსიტეტი (University of Cordoba - UCO) (კორდობა, ესპანეთი)  ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.10.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 10 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 20 ნოემბრამდე.

კორდობის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის ხუთთვიანი მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კორდობის უნივერსიტეტში.

მიმართულებები: ბიზნესადმინისტრირება, სამართალი, ინფოსაკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მექანიკა, სოფლის მეურნეობა, ბიოლოგია და მომიჯნავე მეცნიერებები.

 

სიახლეებში დაბრუნება