Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ფათიჰ სულთან მეჰმედის ფონდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)









09/10/2023 ფათიჰ სულთან მეჰმედის ფონდის უნივერსიტეტი (Fatih Sultan Mehmet Vakıf University - FSMVU) (სტამბოლი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 05.11.2023.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 20 ნოემბრამდე.

ფათიჰ სულთან მეჰმედის ფონდის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ფათიჰ სულთან მეჰმედის ფონდის უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა. კოორდინატორის მითითებით, ადმინისტრაციული პერსონალისთვის განსაზღვრულია საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლის მობილობა, რომლის საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროექტების მომზადებასა და განხორციელებას.

მიზნობრივი ჯგუფი: საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი.

 

სიახლეებში დაბრუნება