Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ფათიჰ სულთან მეჰმედის ფონდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)









09/10/2023 ფათიჰ სულთან მეჰმედის ფონდის უნივერსიტეტი (Fatih Sultan Mehmet Vakıf University - FSMVU) (სტამბოლი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.10.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 10 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 20 ნოემბრამდე.

ფათიჰ სულთან მეჰმედის ფონდის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, ნომინირებული სტუდენტის მიერ მიმღებ უნივერსიტეტში წარსადგენი სააპლიკაციო ფორმა და სასწავლო ხელშეკრულება, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის ოთხთვიანი მობილობა (2024 წლის თბერვალი - ივნისი) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ფათიჰ სულთან მეჰმედის ფონდის უნივერსიტეტში. კოორდინატორის მითითებით, მაგისტრატურისა ან დოქტორანტურის საფეხურის აპლიკანტი სტუდენტის GPA მინიმალური მნიშვნელობა უნდა იყოს 2.50.

მიმართულება: არქიტექტურა.

 

სიახლეებში დაბრუნება