Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წელი (თანამშრომლებისთვის)









09/10/2023 ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Lublin University of Technology – LUT) (ლუბლინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 03.10.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 6 ოქტომბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 10 ოქტომბრამდე.

ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, ნომინირებული კანდიდატის მიერ მიმღები უნივერსიტეტისთვის წარსადგენი სააპლიკაციო ფორმა და მობილობის ხელშეკრულება, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 2 აკადემიური პერსონალის მობილობა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. კოორდინატორის რეკომენდაციით, სასურველია მობილობის განხორციელება 2023 წლის 16-20 ოქტომბერს ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში დაგეგმილ საერთაშორისო კვირეულში.

მიმართულებები: მანქანათმშენებლობა, კომპიუტერული მეცნიერებები, ელექტროინჟინერია და მენეჯმენტი.

 

სიახლეებში დაბრუნება