კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - საერთაშორისო ვორქშოპები 2024









09/05/2023 2024 წლის 10-14 ივნისს კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (Koszalin University of Technology) (კოშალინი, პოლონეთი) გაიმართება საერთაშორისო პრაქტიკული სემინარები/ვორქშოპები: ზედაპირის ტექნოლოგიების XIII საერთაშორისო ვორქშოპი, გამოყენებითი და მდგრადი ინჟინერინგის VIII საერთაშორისო ვორქშოპი და IV საერთაშორისო ვორქშოპი ელექტრონიკასა და ინფორმატიკაში არსებულ ტენდენციებთან დაკავშირებით.

ღონისძიება ნაწილობრივ დაფინანსებულია საუნივერსიტეტო სწავლების ცენტრალური ევროპული გაცვლითი პროგრამითა (Central European Exchange Program for University Studies - CEEPUS) და Erasmus+ პროგრამით და ტარდება კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის, პროფ. დანუტა ზავადსკას (Danuta Zawadzka) პატრონაჟით.

შესაძლებელია დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ვორქშოპებში ონლაინ მონაწილობაც, პრეზენტაციის ხანგრძლივობა - მაქს. 15 წუთი.

მოკლე რეზიუმესთან ერთად, მოხსენება უნდა გაიგზავნოს ელ.ფოსტაზე: workshop@tu.koszalin.pl, 2024 წლის 30 აპრილამდე.

საერთაშორისო პრაქტიკულ სემინართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

კონტაქტისთვის:
ელ.ფოსტა: workshop@tu.koszalin.pl
                   krzysztof.rokosz@tu.koszalin.pl
ტელ: +48 (94) 3478 744

 

სიახლეებში დაბრუნება