ფენერბაჰჩეს უნივერსიტეტი - USBED III საერთაშორისო კონფერენცია სოციალურ და განათლების მეცნიერებებთან დაკავშირებით









09/04/2023 2023 წლის 19-21 ოქტომბერს გაიმართება “მე-3 საერთაშორისო კონფერენცია სოციალურ და განათლების მეცნიერებებთან დაკავშირებით”, რომელსაც უმასპინძლებს თურქეთის ფენერბაჰჩეს უნივერსიტეტი (Fenerbahce University) (სტამბოლი, თურქეთი). ღონისძიების ორგანიზატორია საერთაშორისო ჟურნალი და კონფერენციები სოციალურ და განათლების მეცნიერებებთან დაკავშირებით - USBED.

კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება და მოიცავს ისეთ სამეცნიერო მიმართულებებს, როგორიცაა განათლება, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, სამართალმცოდნეობა და სხვა მსგავსი მიმართულებები.

სამეცნიერო სტატიების გაგზავნის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 30 სექტემბერი.

კონფერენციასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, ღონისძიებაში მონაწილეობის პირობები და გზამკვლევი ავტორებისთვის სტატიის გასაფორმებლად იხილეთ კონფერენციის ვებგვერდზე.

კონტაქტისთვის:
პროფ. აიტეკინ დემირჩოღლუ (Aytekin DEMİRCİOGLU)
ელ.ფოსტა: usbedconference@gmail.com

 

სიახლეებში დაბრუნება