ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციების განახლება კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის









09/01/2023 განახლდა ყოველკვირეული კონსულტაციები Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის.

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში პირველი საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის მიმდინარე წლის 4 სექტემბრიდან დაიწყება ონლაინრეჟიმში.

პირველი კონსულტაცია სტუდენტებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 4 სექტემბერს, 11:00 საათზე; თანამშრომლებისთვის - პარასკევს, 8 სექტემბერს, 11:00 საათზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ ინფორმაციას უნივერსიტეტის Erasmus+ ვებგვერდზე.

დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ, ასევე, კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.

ონლაინკონსულტაციაზე დასასწრებად საჭიროა webex-ის აპლიკაცია.

შეხვედრის ლინკი
https://meet70.webex.com/meet/pr25529246927

 

სიახლეებში დაბრუნება