Erasmus+ გაცვლითი პროგრამა Junia ISA Lille უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)









09/01/2023 Junia ISA Lille უნივერსიტეტი (Junia ISA Lille) (ლილი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 03.10.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 6 ოქტომბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 10 ოქტომბრამდე.

ნომინირებულმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია მიმღები უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რის შემდეგაც, ISA Lille უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გაივლიან გასაუბრებას.

ISA Lille უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით სტუდენტებისთვის დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის საფეხურის 5 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან Junia ISA Lille უნივერსიტეტში.

მიმართულებები: აგრარული მიმართულებები - კვების მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, აგრობიზნესი.

 

სიახლეებში დაბრუნება