Erasmus+ გაცვლითი პროგრამა გაზის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)









08/31/2023 გაზის უნივერსიტეტი (Gazi University) (ანკარა, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის. 

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.10.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 20 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 25 ნოემბრამდე.

გაზის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან გაზის უნივერსიტეტში.

მიმართულებები: 
ბაკალავრიატისთვის - სამშენებლო, მექანიკა-მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, ელექტროინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია;
მაგისტრატურისთვის - ბიზნესადმინისტრირება.

 

სიახლეებში დაბრუნება