Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)









08/31/2023 ვალიადოლიდის უნივერსიტეტი (University of Valladolid - UVa) (ვალიადოლიდი, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საბუთების მიღების ბოლო ვადა: 08.09.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 13 სექტემბრამდე.
ვალიადოლიდის უნივერსიტეტში ონლაინრეგისტრაციისა და სააპლიკაციო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2023 წლის 15 სექტემბერი.

შერჩევის პროცედურას სრულად წარმართავს კოორდინატორი უნივერსიტეტი.

საინტერესო ინფორმაცია ვალიადოლიდის უნივერსიტეტში წარსულში განხორციელებულ მობილობებთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის 5-თვიანი მობილობა სტაჟირების მიზნით ვალიადოლიდის უნივერსიტეტში.

მიმართულებები: იხილეთ აქ.

კონტაქტისთვის: 
ელ.ფოსტა ka171.erasmusplus@uva.es

 

სიახლეებში დაბრუნება