Erasmus+ გაცვლითი პროგრამა AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)









08/31/2023 AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (AGH University of Science and Technology) (კრაკოვი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 03.10.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 6 ოქტომბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 10 ოქტომბრამდე.

AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა Erasmus+ სტიპენდიით, ასევე, დასაშვებია სტუდენტების მობილობა ე.წ. "ნულოვანი" გრანტით (სურვილის შემთხვევაში).

მიმართულებები: მასალათმცოდნეობა; გარემოს დაცვა; სამთო საქმე; სამშენებლო; მანქანათმშენებლობა; ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; მენეჯმენტი.

 

სიახლეებში დაბრუნება