III საერთაშორისო ვირტუალური კონფერენცია „მცენარეთა დაცვა და სასურსათო უსაფრთხოება: მიკრობიოლოგია, ნიადაგმცოდნეობა, სურსათის ხარისხი და აგროკულტურის გენეტიკა“









08/24/2023 2023 წლის 26-27 სექტემბერს ტორუნის ნიკოლას კოპერნიკუსის უნივერსიტეტი (Nicolaus Copernicus University in Toruń) (ტორუნი, პოლონეთი) ორგანიზებას უკეთებს მესამე საერთაშორისო ვირტუალურ კონფერენციას „მცენარეთა დაცვა და სასურსათო უსაფრთხოება: მიკრობიოლოგია, ნიადაგმცოდნეობა, სურსათის ხარისხი და აგროკულტურის გენეტიკა“.

კონფერენციის სესიები სამ ძირითად თემატიკას მოიცავს:
  • სესია I: მცენარე-მიკრობების ურთიერთქმედება და ეკოსისტემის მენეჯმენტი
  • სესია II: მცენარეთა მეტაბოლიზმი და სიგნალიზაცია
  • სესია III: ნიადაგის რისკფაქტორები და დაცვა
შევსებული რეგისტრაციის გაგზავნა შესაძლებელია ელ.ფოსტაზე: soil-micro@umk.pl.

სარეგისტრაციო ფორმებისა და აბსტრაქტების გაგზავნის ბოლო ვადაა მიმიდნინარე წლის 31 აგვისტო.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

დეტალური ინფორმაცია კონფერენციასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება