ტიმიშოარის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი - XVII საერთაშორისო სიმპოზიუმი მენეჯმენტში "მენეჯმენტის ახლებურად გააზრება არასტაბილურობის პერიოდში"









08/03/2023 2023 წლის 20-21 ოქტომბერს, რუმინეთის ტიმიშოარის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (Politehnica University of Timişoara), ტიმიშოარის დასავლეთის უნივერსიტეტთან (West University of Timisoara) ერთად ორგანიზებას უკეთებს XVII საერთაშორისო სიმპოზიუმს მენეჯმენტში "მენეჯმენტის ახლებურად გააზრება არასტაბილურობის პერიოდში" (SIM 2023: Reinventing Management in Turbulent Times), რომელიც ჩატარდება ქ. ტიმიშაოარაში.

კონფერენციის თემატიკა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
  • ინოვაციების მენეჯმენტი;
  • ბიზნესპროცესების მენეჯმენტი;
  • მეწარმეობა და ინოვაცია;
  • ფინანსური მენეჯმენტი და ფინანსური მმართველობა;
  • სტრატეგიული მენეჯმენტი;
  • ცვლილების მენეჯმენი;
  • ოპერაციებისა და მიწოდების ჯაჭვი მენეჯმენტი;
  • მდგრადობის მენეჯმენტი;
  • მცირე და საშუალო საწარმოების ეკონომიკა;
  • მესამე სექტორის ორგანიზაციების მენეჯმენტი.
2023 წლის 29 სექტემბრამდე კონფერენციაში მონაწილეობის გადასახადია 200 ევრო, სტუდენტებისთვის - 150 ევრო.

მოხსენების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 29 აგვისტო.

დეტალური ინფორმაცია კონფერენციასთან დაჯავშირებით, მათ შორის, სარეგისტრაციო ბმული, იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება