ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში - 2023/24 სასწავლო წლის საშემოდგომო და გაზაფხულო სემესტრები









06/01/2023 სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტი (Sivas Cumhuriyet University) (სივასი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრებისთვის (I და II სემესტრები).

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტის ვებგვერდზე სააპლიკაციო განაცხადების ატვირთვის ბოლო ვადაა 2023 წლის 13 ივნისი.

კანდიდატების შერჩევის პროცესს სრულად განახორციელებს კოორდინატორი უნივერსიტეტი.

სხვა საბუთებთან ერთად, სტუდენტებს მოეთხოვებათ, ატვირთონ ორი დამატებითი დოკუმენტი: ცნობა წინა მობილობის/მობილობების შესახებ და ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი - სტუდენტებს შეუძლიათ გაიარონ თვითშეფასების ენის გამოცდა EU-ACADEMY-ის საშუალებით.

სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

მიმართულებები: ინჟინერია, საბუნებისმეტყველო სპეციალობები, კომუნიკაცია, ეკონომიკა, ბიზნესადმინისტრირება, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი.

 

სიახლეებში დაბრუნება