საერთაშორისო საზაფხულო სკოლა "ადამიანის უფლებათა დაცვის თანამედროვე ნიშნები სამი ზღვის ქვეყნებში"









06/01/2023 2023 წლის 26-30 ივნისს, ევროპის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტების ასოციაცია (European Law Faculties Association - ELFA) ორგანიზებას უკეთებს საერთაშორისო საზაფხულო სკოლას "ადამიანის უფლებათა დაცვის თანამედროვე ნიშნები სამი ზღვის ქვეყნებში", რომელსაც ერთობლივად ჩაატარებენ ბალტიისპირეთის საერთაშორისო აკადემია (Baltic International Academy - BIA) (რიგა, ლატვია) და ბელოსტოკის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (ბელოსტოკი, პოლონეთი).

ერთკვირიანი საზაფხულო სკოლა ითვალისწინებს 32 აკადემიურ საათს, რომელიც ონლაინფორმატში ჩატარდება.

სასწავლო კურსი ინგლისურ ენაზე წარიმართება.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ სამართლამცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, ასევე, პროფესიონალებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ადამიანის უფლებათა დაცვასა და სხვა მომიჯნავე მიმართულებებში.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა უფასოა, ხოლო სერტიფიკატის აღების მსურველთათვის - მონაწილეობის გადასახადი 20 ევროს შეადგენს.

დაინტერესებულმა პირებმა ონლაინრეგისტრაცია უნდა გაიარონ მიმდინარე წლის 16 ივნისამდე.

დეტალური ინფორმაცია საზაფხულო სკოლასთან დაკავშორებით იხილეთ ბმულზე.

 

სიახლეებში დაბრუნება