Erasmus+ - სტუ-ს თანამშრომლის ადმინისტრაციული მობილობა პარი-საკლეს უნივერსიტეტში









12/21/2022 2022 წლის 5-9 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი მარიკა ზვიადაძე Erasmus+ მობილობის პროექტის ფარგლებში, ადმინისტრაციული საქმიანობის მიზნით, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთში, პარი-საკლეს უნივერსიტეტში (Paris-Saclay University). 

სტუ-ს წარმომადგენელმა საქმიანი შეხვედრა გამართა საერთაშორისო სამსახურში, სადაც შეხვდა ანა-ლიზ ბრიჩსა და ლაზარე ბუტონს, რომლებთანაც განიხილა ქართველი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მობილობასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, ფრანგი კოლეგების საქართველოში სტუმრობის დეტალები. 

მარიკა ზვიადაძე შეხვდა საერთაშორისო ურთიერთობებათა სამსახურის საერთაშორისო პარტნიორობის ოფიცერს, ჯერემი კლინგეს, საერთაშორისო პროექტების კოორდინატორს, სერგეი შიკალოვსა და პარტნიორობისა და საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელს, სებასტიან კარტიეს. შეხვედრაზე დაიგეგმა სტუ-ის მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლების პარი-საკლეს უნივერსიტეტში სტუმრობა.

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომელი შეხვდა, ასევე, უნივერსიტეტის წარმომადგენლებს - მარკელა ჩაპკოვას, ელისა პეკელერს, კეტელ ტურზოსა და სხვებს. დაავალიერა ფიზიკის უნიკალური ლაბორატორია - IJCLab-ი და სხვა ღირსშესანიშნაობები.

 

სიახლეებში დაბრუნება