Erasmus+ სამუშაო შეხვედრა თსუ-ში პარი-საკლეს უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან









05/31/2023

2022 წლის 16 ნოემბერს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა პარი-საკლეს უნივერსიტეტის (Paris-Saclay University) (ჟიფ-სიურ-ივეტი, საფრანგეთი) პროფესორებთან სერგეი ბარსუკთან და აკილე სტოკთან.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდნენ ღონისძიების მასპინძელი, თსუ-ს, ილიაუნის, ქუთაისის საერთაშორისო ტექნოლოგიური უივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლები, თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები. ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან მონაწილეობდნენ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლები, ასისტ.პოფ. ნინო ჟიჟილაშვილი და მარიკა ზვიადაძე.

შეხვედრაზე განხილული იქნა პარი-საკლეს უნივერსიტეტის კოოორდინატორობით მიმდინარე Erasmus+ მობილობის პროექტთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, პროექტის ფარგლებში სტუდენტებისა და თანამშრომლების შერჩევასთან და ფრანგულ უნივერსიტეტში მობილობის განხორციელებასთან დაკავშირებული პრაქტიკული დეტალები.
  

 

სიახლეებში დაბრუნება