ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტის მობილობის პროგრამა სტუდენტებისთვის - 2023/24 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









05/23/2023 ჩეხეთის რესპუბლიკის ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტი (University of Hradec Králové - UHK) 2023/24 აკადემიურ წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის, ფილოსოფიის ფაკულტეტზე აცხადებს სტუდენტებისთვის  მობილობას, სტიპენდიების გარეშე.

სასწავლო კურსების თემატიკა მოიცავს ისეთ სამეცნიერო მიმართულებებს, როგორიცაა:
·      არქეოლოგია
·      საარქივო მეცნიერება
·      ისტორია
·      ფილოსოფია
·      პოლიტიკური მეცნიერებები
·      სოციოლოგია
·      სოციალური მუშაობა

პროგრამა 1 სემესტრის განმავლობაში (2024 წლის თებერვლის დასაწყისი - ივნისის ბოლო) გაგრძელდება. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სააპლიკაციო განაცხადების  წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 12 ივნისი.
უცხოურ ენაში შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება ჩატარდება 2023 წლის 16 ივნისამდე.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება 2023 წლის 20 ივნისამდე.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო განაცხადების ელექტრონული ვერსიები უნდა გადააგზავნონ შემდეგ ელ.ფოსტაზე: erasmusplus@gtu.ge.

ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტში წარსადგენად საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი იხილეთ აქ.

დამატებით პრაქტიკული ინფორმაცია იხილეთ აქ.

საკონტაქტო პირი:
ტომაშ ჰერჩიკი (Tomáš Herčík)
კოორდინატორი
საერთაშორისო ოფისი
ელ.ფოსტა: tomas.hercik@uhk.cz

 

სიახლეებში დაბრუნება