ტარტუს უნივერსიტეტი - უფასო სასწავლო პროგრამა "ტექნოლოგიების გამოყენება თანამედროვე სწავლებაში" ბაკალავრის მქონე ხარისხის პირთათვის









05/22/2023 ესტონეთის ქ. ტარტუს უნივერსიტეტის (University of Tartu) მიერ გამოცხადებულია სასწავლო პროგრამა "ტექნოლოგიების გამოყენება თანამედროვე სწავლებაში".

პროგრამა განკუთვნილია ბაკალავრის მქონე ხარისხის პირთათვის. სასწავლო პროგრამა ერთსემესტრიანია და მოიცავს 2023 წლის 14 აგვისტოდან 2024 წლის 31 იანვრის პერიოდს, შერეული ფორმატით (საკლასო და ონლაინ ფორმატით სწავლება).

აღნიშნული სასწავლო პროგრამა საქართველოს, სომხეთის და მოლდოვის მოქალაქეებისთვის არის უფასო და განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 1 ივნისი.

სასწავლო კურსზე რეგისტრაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირი:
ემანუელ ბარდონე (Emanuele Bardone)
ელ.ფოსტა: emanuele.bardone@ut.ee 
ტელ.: +372 5688 7686

 

სიახლეებში დაბრუნება