ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში - 2023/24 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი









05/04/2023

ლუბლინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (Lublin University of Technology - Politechnika Lubelska) (ლუბლინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საშემოდგომო (I სემესტრი) სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.05.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 17 მაისამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 19 მაისამდე

ლუბლინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო კურსების ჩამონათვალი იხილეთ აქ

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 3 სტუდენტის მობილობა ლუბლინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. დოქტორანტურის სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია მობილობა კრედიტების გარეშე.

მიმართულებები: საინჟინრო სპეციალობები. 


 

სიახლეებში დაბრუნება