ტორუნის ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტი - უფასო სტუდენტური საზაფხულო სკოლის პროგრამა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 2023









04/30/2023
ტორუნის ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტი (Nicolaus Copernicus University in Toruń - NCU) (ტორუნი, პოლონეთი) საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს მონაწილეობას საზაფხულო სკოლის პროგრამაში: ტორუნის სტუდენტური საზაფხულო პროგრამა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 2023 (TSSP NatSci 2023 - Toruń Students Summer Program in Natural Sciences).

საზაფხულო სკლა 4-კვირიანია და ითვალისწინებს კვლევით პროექტზე მუშაობას საბუნებისმეტყველო მიმართულებებში, მათ შორის:
  • ბიოქიმია
  • ბიოლოგია
  • ბიოტექნოლოგიები
  • ქიმიური მეცნიერებები
  • დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები
  • გარემოს დაცვა
  • გეორგრაფია
  • სივრცული მენეჯმენტი
  • ტურიზმი
  • ვეტერინარია და სხვ.

საზაფხულო სკოლის კურსის დასასრულს სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ 15-წუთიანი პრეზენტაცია ჩატარებული კვლევის შედეგების შესახებ.

სტუდენტებისთვის უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებელი და დღიური ანაზღაურება 70 პოლონური ზლოტის ოდენობით.
სრული სააპლიკაციო განაცხადის ატვირთვის ბოლო ვადაა 2023 წლის 10 მაისი.

საზაფხულო სკოლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, სააპლიკაციო პროცედურები, სააპლიკაციო ფორმა და წარსადგენად მოთხოვნილი საჭირო დოკუმენტაცია იხილეთ აქ.

საკონტაქტო ელ.ფოსტა: natsci@umk.pl


 

სიახლეებში დაბრუნება