ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში - 2023/24 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი (განმეორებითი კონკურსი სტუდენტებისთვის)









04/28/2023 დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტი (University of West Attica - UNIWA) (ათენი, საბერძნეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საშემოდგომო (I სემესტრი) სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 11.05.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 16 მაისამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 19 მაისამდე

დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებული სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, სასწავლო კურსები, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში.

მიმართულება: საინჟინრო მიმართულებები, არქიტექტურა.

 

სიახლეებში დაბრუნება