ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი









04/28/2023 ილდიზის ტექნიკური უნივერსიტეტი (Yildiz Technical University – YTU) (სტამბოლი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 11.05.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 16 მაისამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 19 მაისამდე.

ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სწავლებისა ან ტრეინინგის მიზნით. შერჩეულმა კანდიდატმა მობილობა უნდა განახორციელოს მიმდინარე წლის 12-16 ივნისს ან 10-14 ივლისს.

მიმართულება: ბიოსამედიცინო ინჟინერია, ბიზნესის ადმინისტრირება.

 

სიახლეებში დაბრუნება