ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ბელოსტოკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2023/24 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი









04/25/2023 ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Bialystok University of Technology - BTU) (ბელოსტოკი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საშემოდგომო (I სემესტრი) სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 11.05.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 16 მაისამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 19 მაისამდე.

ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების კატალოგი იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბელოსტოკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.

მიმართულება: ბიზნესი და ადმინისტრირება, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები, მექანიკა და ლითონის საქმე, არქიტექტურა და ქალაქგეგმარება.

 

სიახლეებში დაბრუნება