ვილნიუსის კოლეჯი/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი - ლიეტუვის 2023-2024 მოკლევადიანი სასწავლო სასტიპენდიო პროგრამა









04/18/2023 ვილნიუსის კოლეჯი/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Vilniaus kolegija/University of Applied Sciences – VIKO) (ვილნიუსი, ლიეტუვა) აცხადებს სასწავლო სასტიპენდიო პროგრამებზე განაცხადების მიღებას ლიეტუვაში 2023-2024 მოკლევადიანი სასწავლო კურსების პროგრამისთვის, რომელიც ორგანიზებულია ლიეტუვის ეროვნული სააგენტოს მიერ.

სტიპენდიის ტიპი: მოკლევადიანი (1-2 სემესტრი) სწავლება

VIKO-ს მიერ შემოთავაზებული სასწავლო კურსები იხილეთ აქ.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია პირდაპირ ონლაინ განაცხადის სისტემის საშუალებით, 2023 წლის 8 მაისამდე.

დაინტერესებულ სტუდენტებს (და თანამშრომლებს) შეუძლიათ, ასევე, განაცხადის გაკეთება სხვა ლიეტუვური უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ მოკლევადიან (1-2 სემესტრი) სასწავლო პროგრამებზე და სრულ სამაგისტრო ხარისხის სასწავლო პროგრამაზე.

საკონტაქტო პირი:
ქ.-ნი სოფიო ტაბატაძე (Ms. Sophio Tabatadze), შემოსული სტუდენტების კოორდინატორი
ელ.ფოსტა: s.tabatadze@viko.lt

 

სიახლეებში დაბრუნება