ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ლაკვილის უნივერსიტეტში - 2022/23 და 2023/24 სასწავლო წლების საგაზაფხულო და საშემოდგომო სემესტრები









04/15/2023 ლაკვილის უნივერსიტეტი (University of L'Aquila – UNIVAQ) (ლაკვილა, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო (I სემესტრი) და 2023-2024 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრებისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 26.04.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 27 აპრილამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 28 აპრილამდე

ლაკვილის უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

ლაკვილის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის საფეხურის 12 სტუდენტის, მათ შორის, 1 სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ლაკვილის უნივერსიტეტში. მობილობის ხანგრძლივობა 6 თვეა, ხოლო სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტისათვის - 7 თვე.

მიმართულება: ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერული მეცნიერებები, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია.

აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 26.04.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 27 აპრილამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 28 აპრილამდე

ლაკვილის უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 5 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ლაკვილას უნივერსიტეტში, 2022-23 აკადემიური წლის საგაზაფხულო ან 2023-24 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრებში. საგაზაფხულო სემესტრში მობილობის მსურველმა შერჩეულმა კანდიდატს შეუძლია მობილობის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ლაკვილის უნივერსიტეტში 2023 წლის 20-22 ივნისს დაგეგმილ მესამე საერთაშორისო კვირეულში თანამშრომლებისთვის - “მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები”.

მიმართულება: ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერული მეცნიერებები, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია.

 

სიახლეებში დაბრუნება