ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა პალერმოს უნივერსიტეტში - 2022-2023 და 2023-2024 აკადემიური წლების საგაზაფხულო და საშემოდგომო სემესტრები









04/21/2023 პალერმოს უნივერსიტეტი (Universita' degli Studi di Palermo – UniPa) (პალერმო, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 და 2023-2024 აკადემიური წლების საგაზაფხულო და საშემოდგომო სემესტრებისთვის (II  და I სემესტრები).

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 11.05.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 16 მაისამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 19 მაისამდე.

დამატებითი ინფორმაცია პალერმოს უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით, მათ შორის, საინფორმაციო ბიულეტენი, იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 5 სტუდენტის მობილობა სასწავლო მიზნით და 3 სტუდენტის მობილობა სტაჟირების მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან პალერმოს უნივერსიტეტში.

მიმართულება: სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია, აგროკულტურა და მასთან დაკავშირებული ინტერდისციპლინარული მიმართულებები, როგორიცაა აგრობიზნესი, ლოგისტიკა, აგროკულტურის ეკონომიკა, ბლოკჩეინი, საზოგადოებასთან ურთიერთობა.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 11.05.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 16 მაისამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 19 მაისამდე.

პალერმოს უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 3 ადმინისტრაციული და 4 აკადემიური თანამშრომლის მობილობა პალერმოს უნივერსიტეტში.

მიმართულება: იტალიური ენა და კულტურა, სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია, აგროკულტურა და მასთან დაკავშირებული ინტერდისციპლინარული მიმართულებები, როგორიცაა აგრობიზნესი, ლოგისტიკა, აგროკულტურის ეკონომიკა, ბლოკჩეინი, საზოგადოებასთან ურთიერთობა.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა საქართველოში იტალიის საელჩოში უნდა აიღონ იტალიური ფისკალური კოდის დოკუმენტი.

 

სიახლეებში დაბრუნება