ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი (მესამე განმეორებითი კონკურსი თანამშრომლებისთვის)









04/10/2023 სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Silesian University of Technology - SUT) (გლივიცე, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მესამედ აცხადებს განმეორებით კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 11.05.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 16 მაისამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 19 მაისამდე

სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან 1 ადმინისტრაციული/აკადემიური თანამშრომლის მობილობა სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. კოორდინატორი უნივერსიტეტის რეკომენდაციით, შერჩეულმა კანდიდატმა მონაწილეობა უნდა მიიღოს 12-16 ივნისს დაგეგმილ პერსონალის ტრეინინგის საერთაშორისო კვირეულში, ან მობილობა განახორციელოს მიმდინარე წლის 30 ივნისამდე.

მიმართულება: საინჟინრო სპეციალობები.

 

სიახლეებში დაბრუნება