ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ნიტრის სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი (განმეორებითი კონკურსი თანამშრომლებისთვის)









04/12/2023 სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტი ნიტრაში (Slovak University of Agriculture in Nitra - SUA) (ნიტრა, სლოვაკეთის რესპუბლიკა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს განმეორებით კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 11.05.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 16 მაისამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 19 მაისამდე

სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტში აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტში, მიმდინარე წლის 31 ივლისამდე.

მიმართულება: საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი; უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და მენეჯმენტი; ისეთი აკადემიური მიმართულების დეპარტამენტები, როგორიცაა აგრარული; მდგრადი აგროკულტურა და სოფლის მეურნეობის განვითარება; სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოება; მებაღეობა და ლანდშაფტის ინჟინერინგი; ბიოსისტემების ინჟინერინგი; წარმოების ტექნოლოგიების ხარისხი და უსაფრთხოება; კვების მრეწველობა; სურსათის უსაფრთხოება; ვეტერინარია; ბიოტექნოლოგია; ეკონომიკა; მენეჯმენტი; ადმინისტრირება; ნარჩენების გადამუშავება და მართვა; მართვის სისტემები წარმოებაში; ავტომექანიკა; წარმოების ტექნოლოგიები ავტომრეწველობაში.

 

სიახლეებში დაბრუნება