Erasmus+ - ქუთაჰიის დუმლუპინარის უნივერსიტეტის ინგლისური ენის ლექტორის მობილობა ტრეინინგის მიზნით, სტუ-ში









04/09/2023

202წ წლის 24 - 28 ოქტომბერს, Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტრეინინგის მიზნით, მობილობით იმყოფებოდა პროექტის კოორდინატორი ქუთაჰიის დუმლუპინარის უნივერსიტეტის (Kutahya Dumlupınar University) (ქუთაჰია, თურქეთი) უცხოური ენების სკოლის ლექტორი მელისა ჯოანა მინგი (Melissa Joanna Mingie).

ახალგაზრდა ლექტორი თურქეთის უნივერსიტეტიდან შეხვდა ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ ნუგზარ სიხარულიძეს და ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ქალბატონ მაია თოფურიას.


სამუშაო შეხვედრაზე ქართველმა და თურქმა კოლეგებმა ისაუბრეს უცხოური ენის სწავლების პროცესში არსებულ გამოწვევებზე, ასევე, ინგლისური ენის კურიკულუმის განვითარების პროცესში მასწავლებლების ჩართულობის მნიშვნელობაზე. სტუმარმა მასპინძლებს მოუთხრო ქუთაჰიის დუმლუპინარის უნივერსიტეტში ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკის შესახებ, რომელსაც თურქული უნივერსიტეტი სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სტუდენტებს.

ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუმრობის პერიოდში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ახალგაზრდზ ლექტორს დაათვალიერებინეს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა თავისი უნიკალური ექსპონატებით.

მობილობის პროგრამა ითვალისწინებდა სოციალურ-კულტურული აქტივობებსაც და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელშეწყობით სტუმარს თურქეთიოდან საშუალება ჰქონდა გაცნობოდა თბილისის ღირსშესანიშნაობებსა და ქართულ სამზარეულოს.



 

სიახლეებში დაბრუნება