Erasmus+ - ფატიჰ სულთან მეჰმეტ ვაკიფის უნივერსიტეტის წარმომადგენლების მობილობა ტრეინინგის მიზნით, სტუ-ში









04/09/2023


2023 წლის 9 - 13 იანვარს, Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ტრეინინგის მიზნით, მობილობით სტუმრობდნენ თურქეთის სტამბოლის ფატიჰ სულთან მეჰმეტ ვაკიფის უნივერსიტეტის (Fatih Sultan Mehmet Vakif University) წარმომადგენლები: პროექტის კოორდინატორი, დოქტორი ვუსალა აღაიევა (Vusala Aghayeva) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტიდან და არქიტექტურისა და დიზანის ფაკულტეტის მკვლევარი ასისტენტი ჰაირიე ისმაილოღლუ (Hayriye Ismailoğlu) და მათთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდა ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორი დოქტორი ნაზიმ აღაიევი (Nazim Aghayev).


სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრებზე სტუმრებმა წარმოადგინეს თავიანთი უნივერსიტეტი, ისაუბრეს თურქეთის განათლების სისტემის შესახებ. პროექტის კოორდინატორთან ერთად განხილული იქნა პროექტის იმპლემენტაციის ფარგლებში ანგარიშის მომზადების დეტალები, ასევე, ინტერ-ინსტიტუციონალურ ხელშეკრულებაში სამეცნიერო მიმართულებების გაფართოების შესაძლებლობები სამომავლოდ.

დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანის მოადგილესთან სამეცნიერო და საერთაშორისო ურთიერთობებსი მიმართულებით, პროფ. გოჩა მიქიაშვილთან შეხვედრაზე განხილული იქნა არქიტექტურული ნაგებობების რესტავრაცია-კონსერვაციის ტექნიკასა და მეთოდებთან დაკავშირებული საკითხები და ამასთან მიმართებით, საქართველოსა და თურქეთში არსებული მსგავსება-განსხვავებები, ასევე, კოლეგებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება კონსერვაციის მენეჯმენტის დაგეგმვასთან დაკავშირებით.

ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუმრობის პერიოდში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კოლეგებს თურქეთის უნივერსიტეტიდან დაათვალიერებინეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა თავისი უნიკალური ექსპონატებით.

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელშეწყობით, მობილობის პროგრამის სოციალურ-კულტურული აქტივობების ფარგლებში, სტუმრებს თურქეთიდან საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ თბილისისა და მისი შემოგარენის არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობებს, ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას, ქართულ სამზარეულოს.


 

სიახლეებში დაბრუნება