Erasmus+ - VILNIUS TECH უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანის მობილობა სწავლების მიზნით სტუ-ში









04/08/2023



2023 წლის 20 - 24 იანვარს, Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სწავლების მიზნით, მობილობით სტუმრობდა ლიუტაურას ნეკროშიუსი (Liutauras Nekrošius), ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკური უნივერსიტეტიდან (Vilnius Gediminas Technical University – VILNIUS TECH) (ვილნიუსი, ლიეტუვა).

პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. ნეკროშიუსმა წაიკითხა სალექციო კურსი სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე. მისი სალექციო კურსის თემატიკა ეხებოდა სინთეზურ მიდგომებს შენობების არქიტექტურულ და კულტურულ ანალიზთან დაკავშირებით.


სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრებზე ლიველმა სტუმარმა ისაუბრა VILNIUS TECH  უნივერსიტეტის შესახებ, ასევე, თავის ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე და არსებულ გამოწვევებზე არქიტექტურის კურსის სწავლების მეთოდიკასთან დაკავშირებით. ასევე, საუბარი შეეხო სტუ-ში არსებული ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრს და ცენტრში მიმდინარე აკადემიური პროცესების მნიშვნელობას ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის.


მობილობის პროგრამით გათვალისწინებული სოციალურ-კულტურული აქტივობების ფარგლებში, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ორგანიზებითა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელშეწყობით ლიეტუველ სტუმარს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა თბილისისა და მისი შემოგარენის არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობებს, ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას.

 

სიახლეებში დაბრუნება