Erasmus+ - ქუთაჰიის დუმლუპინარის უნივერსიტეტის ლექტორის მობილობა ტრეინინგის მიზნით, სტუ-ში









04/08/2023


2023 წლის 13 - 17 მარტს, Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტრეინინგის მიზნით, მობილობით იმყოფებოდა ონურ ასლანი (Onur Aslan), პროექტის კოორდინატორი ქუთაჰიის დუმლუპინარის უნივერსიტეტიდან (Kutahya Dumlupınar University) (ქუთაჰია, თურქეთი).

ახალგაზრდა თურქი კოლეგა თურქული უნივერსიტეტის უცხოური ენების სკოლის ლექტორია და მისი აკადემიური საქმიანობა  ინგლისური ენის სწავლებას ითვალისწინებს. შესაბამისად, ახალგაზრდა თურქი ლექტორი შეხვდა ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ ნუგზარ სიხარულიძეს და ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ქალბატონ მაია თოფურიას.


სამუშაო შეხვედრაზე პროფ. ნგზარ სიხარულიძემ ისაუბრა სტუ-ში და ზოგადად, საქართველოში უცხოური ენის სწავლების მეთოდიკაზე, არსებულ გამოწვევებზე. თურქმა კოლეგამ მასპინძლებს გაუზიარა თავისი ქვეყნის გამოცდილება ამასთან დაკავშირებით, ასევე, მოუთხრო ქუთაჰიის დუმლუპინარის უნივერსიტეტის უცხოური ენის სკოლის სასწავლო პროგრამების შესახებ, რომელსაც თურქული უნივერსიტეტი სთავაზობს თავის სტუდენტებს.

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრებზე თურქმა სტუმარმა ისაუბრა თავისი უნივერსიტეტის შესახებ, ასევე, Erasmus+ მობილობის პროექტის კონკურსის დროს უნივერსიტეტის რეგულაციებით გაწერილი ინგლისური ენის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ.


ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუმრობის პერიოდში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ახალგაზრდა თურქ კოლეგას დაათვალიერებინეს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა თავისი უნიკალური ექსპონატებით და იქ მიმდინარე გამოფენა.


მობილობის პროგრამით გათვალისწინებული სოციალურ-კულტურული აქტივობების ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელშეწყობით თურქ სტუმარს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა თბილისის ღირსშესანიშნაობებსა და ქართულ სამზარეულოს.


 

სიახლეებში დაბრუნება