JUNIA მეცნიერებისა და ინჟინერიის მაგისტრატურის სკოლის სასწავლო პროგრამები გაცვლითი სტუდენტებისთვის - 2023/24 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი









04/04/2023 ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის წევრი JUNIA მეცნიერებისა და ინჟინერიის მაგისტრატურის სკოლა (ლილი, საფრანგეთი) გაცვლით სტუდენტებს სთავაზობს სასწავლო პროგრამებს 2023/24 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისათვის, რომლებიც ისწავლება ფრანგულ, ინგლისურ ენებზე, ან მათი კომბინაციით.

ნებისმიერი საგანმანათლებლო პროგრამა ხელმისაწვდომია ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტების გაცვლითი სტუდენტებისთვის. სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ მინიმალური B2 დონე სწავლების ენაში (ფრანგული ან ინგლისური).

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 21.04.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 25 აპრილამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 28 აპრილამდე

სასწავლო კურსების ჩამონათვალი იხილეთ აქ.

დამატებითი ინფორმაცია და საინფორმაციო ცნობარი იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება